ძმა მცირეწლოვან დას, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას აწევინებს-შსს

 სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა,სადაც მცირეწლოვანი ბავშვი, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ეწევა. არსებული ინფორმაციით, ვიდეოში კაცის ხმა ისმის,რომელიც ბავშვს მოწევას ასწავლის. ფაქტთან დაკავშირებით,  შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

 უწყების ინფორმაციით, პირი ,რომელიც არასრულწლოვანს მარიხუანას მოწევას ასწავლის, 15 წლისაა და ბავშვის ძმაა. 

შსს-მ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: on.ge