წამლების ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო აქტიურ ჩართვას გეგმავს

წამლების ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო აქტიურ ჩართვას გეგმავს- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ წამლის დანახარჯი ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველი ნაბიჯი, რაც უკვე გადაიდგა, ესაა ქრონიკული დაავადებებისთვის გამოყოფილი მედიკამენტები, რომელიც მოსახლეობას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა.
ბაზრის მთლიანი მოცულობის 88 პროცენტი წამლებისა იმპორტირებულია და იმპორტის თანხა 400 მილიონს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი ნიშნულია.
ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა პრაქტიკა ფასების ნაწილობრივი და სრული რეგულაცია როცა ხდება სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოში ეს პრაქტიკა არ არსებობს და ვგეგმავთ სხვადახხვა ღონისძიების დაწყებას, რომელიც გულისხმობს, როგორც ყველაზე დაბალი რგოლიდან აფთიაქებიდან და საცალო გაყიდვებიდან რეგისტრაციებს, ასევე დანერგვას gmp-ის gdp-ს სტანდარტების და ნაწილობრივი რეგულაციების კუთხით სახელმწიფოს აქტიურ ჩართვას წამლების ფასების რეგულირებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.