11 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება-ამის შესახებ tv4-ს კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიადან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს 06:00-დან 14:15 საათამდე შუალედში თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თოდრიას, ყაზბეგის, იალღუჯის, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, ბათუმის, ბოსტანქალაქის, მშენებელთა, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალ სამგორში, ლემშვენიერასა და გარდაბანში, 16:00-დან 19:00 საათამდე სართიჭალაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.