12 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს 06:00-დან 16:00 საათამდე შუალედში თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში გარეჯის, ბალანჩივაძის, ბათუმის, მაიაკოვსკის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში კარათაკლია, აქთაკლია, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში,

10:30-დან 19:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, თელეთი, კუმისი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ენაგეთი, ბორბალო, კოდა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.