16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალი გახდა ცნობილი

ვარკეთილში 16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ლომბარდის მეპატრონის ინფორმაციით, ტელეფონი 220 ლარის საფასურად დაალომბარდეს.

მისივე ინფორმაციით, არსებობს კამერების ჩანაწერიც, სადაც ჩანს,რომ ტელეფონი 65 წლის კაცმა მოიტანა, რომელიც ტაქსის მძღოლია.

16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ტაქსის მძღოლი და კიდევ ხუთი პირია დაკავებულია, მათ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ოჯახის ახლობლების ერთ-ერთი ვერსიით, 16 წლის ბიჭი თავს არ მოიკლავდა. მათი თქმით,არასრულწლოვანი სახურავიდან გადმოადგეს.

23 სექტემბერს ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე გამოძიება ძარცვის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.