18 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან-ნიუ-იორკში მემორიალური ღონისძიება გაიმართება

2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. ნიუ-იორკში მემორიალური ღონისძიება დილის საათებში დაიწყება, სადაც დაღუპულების სახელს წარმოთქვამენ. ღონისძიებას ტრადიციულად მხოლოდ ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახების წევრები დაესწრებიან.

სპეციალურად ამ დღისთვის ნიუ-იორკში რამდენიმე ახალი გამოფენა გაიხსნება, რომელიც ტერაქტის თემატიკას მიეძღვნება. მემორიალური საღამოები იგეგმება ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც.

სპეციალური ღონისძიება გაიმართება პენტაგონში, რომელიც დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყება.ღონისძიებას დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

2001 წლის 11 სექტემბერს ალ-ქაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე თავდასხმა განხორციელდა, კიდევ ერთი საფრენი აპარატი პენტაგონის შენობას დაეჯახა, მეოთხე თვითმფრინავი კი სომერსეტის ოლქში ჩამოვარდა. ტრაგიკულ დღეს სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ექვსი ათასი კი დაშავდა.