32 წლის ინდოელი კაცი თავს მოხუცად აჩვენებდა

32 წლის ინდოელი კაცი თავს მოხუცად აჩვენებდა და ყალბი პასპორტით ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას ცდილობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან წვერი თეთრად შეიღება და აეროპორტში ინვალიდის ეტლით მივიდა, თუმცა ინდირა განდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მისმა გარეგნობამ უსაფრთხოების სამსახურის წევრები დააეჭვა.

პასპორტის მიხედვით ,კაცი 81 წლის იყო, თუმცა უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ,რომ ის უფრო ახალგაზრდას ჰგავდა.

გამოკითხვის შემდეგ კაცმა აღიარა, რომ პასპორტი ყალბი იყო და სინამდვილეში ის 32 წლის აღმოჩნდა.

ყალბი პასპორტის გამო, 32 წლის მამაკაცი დააკავეს და საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს.