ადა მარშანიამ მამუკა მდინარაძეს “უნიჭო”, “ვულგარული” და “დემაგოგი” უწოდა

მმართველი პარტიის დეპუტატ მამუკა მდინარაძეს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია დაუპირისპირდა. მარშანიამ განაცხადა, რომ მდინარაძე “ქართული ოცნების” მთავარი დემაგოგია და მას უნიჭო უწოდა.

“ბატონო მამუკა, კოლეგა ჩემო, მომისმინეთ კარგად, უნდა გამოვეხმაურო თქვენს გამოსვლას. ღიმილი გაქვთ ხო სახეზე, როგორც ყოველთვის, მორიგი ღიმილი.

ბატონო არჩილ, შეცვალეთ მთავარი დემაგოგის პიროვნება თქვენს პარტიაში. მას ხომ ეს ფუნქცია აკისრია, იყოს მთავარი დემაგოგი. ძალიან უნიჭოა და ძალიან ვულგარულია. ეს არის ჩემი სუბიქტური შეხედულება”, — განაცხადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატების დაპირისპირებას წინ უძღოდა ირმა ინაშვილის და მამუკა მდინარაძის დაპირისპირება. ინაშვილის თქმით, მმართველ პარტიას უფრო ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე პატრიოტთა ალიანს.

მდინარაძემ განაცხადა, რომ ინაშვილი არასწორ სტატისტიკას იშველიებს, როდესაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერების რიცხვზე საუბრობს. მისი თქმით, ეს რიტორიკა “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” განცხადებებს გავს.