საპენსიო სქემა 162 ათასზე მეტმა დატოვა, მათ შორის 42 საჯარო მოხელეა

ლევან სურგულაძის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემა 162 103-მა ადამიანმა დატოვა.ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მათ შორის  119 651 კერძო სექტორის წარმომადგენელი,  ხოლო 42 115  საჯარო მოხელეა.

სურგულაძის განცხადებით, საპენსიო სქემა  იმ ადამიანების თითქმის ნახევარმა დატოვა, ვისაც გასვლის უფლება ჰქონდა. ამ ფაქტს სურგულაძე იმით ხსნის, რომ სააგენტომ რეფორმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით,  ამ ადამიანების სათანადო ინფორმირება ვერ მოახერხა .

სქემაში ამჟამად 911 897 მონაწილეა – 737 294 კერძო და 211 842 საჯარო მოხელე. ჩართულია 58 811 კომპანია.