გარდაბანში ანსამბლის „ბეთანია“ ლოტბარ ზაქარია ბერაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფოლკლორული ანსამბლის „ბეთანია“ ლოტბარ ზაქარია ბერაძეს 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვარსკვლავი გაუხსნეს.

ზაქარია ბერაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე და გარდაბნის სახალხო ანსამბლ „ბეთანიას“ ხელმძღვანელია.

ღონისძიებას ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გარდაბნის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.