გრიპის ვირუსის გავრცელების განსაკუთრებული ნიშნები არ არის-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსის განსაკუთრებული ნიშნები ამ დროისთვის არ არსებობს და სამომავლოდაც ვირუსის გავრცელების განსაკუთრებულ საშიშროებება ქვეყანაში არ დგას.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში ორი სახის: ადენო და რინო ვირუსები დომინირებს, თუმცა გასული წლის მონაცემებს არ აღემატება.

იმნაძის თქმით, ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ექიმს უნდა მიმართონ და მის მითითებებს დაექვემდებარონ. ამასთან, ტიპური ვირუსებისთვის დამახასიათებელია გაციება,ასევე ტემპერატურის მომატება, რომელიც კონტროლირებადია.