კორპუსის აფეთქების საქმეზე ყაზტრანსგაზის თანამშრომლები სასამართლომ დამნაშავეებად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები დამნაშავეებად ცნო. მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ყაზტრანსგაზ-თბილისის ყოფილ თანამშრომლებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყაზტრანგაზის სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 62 წლის ვაზელ მამადიანი და 28 წლის თორნიკე ტატიშვილი 2019 წლის 18 იანვარს, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. ისინი ავთანდილის ქუჩის მაცხოვრებლებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახეს. მაცხოვრებლებს ეჭვი ქონდათ, რომ კორპუსში ბუნებრივი აირი ჟონავდა. გამოძიების ვერსიით, ყაზტრანგაზის სპეციალისტებმა კორპუსის გაზგაყვანილობა “არაჯეროვნად შეამოწმეს“ და მოსახლეობას უთხრეს, რომ საღებავის სუნი გაზის სუნში ეშლებოდათ.