სასკოლო სპორტული ოლიმპიადა- შეჯიბრი ფეხბურთში გოგონათა გუნდებს შორის გაიმართა

2019 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დღეს შეჯიბრი ფეხბურთში გოგონათა გუნდებს შორის გაიმართა. მატჩი გუშინ დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ გოგონები ფეხბურთის მატჩში წელს პირველად იღებენ მონაწილეობას .

დღეს გამართულ შეჯიბრში რუსთავის 4 სკოლა ასპარეზობდა.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, მე-5 წელია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამას ახორციელებს, რაც სპორტულ აქტივობებში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასობრივ ჩართულობას ​ გულისხმობს. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა შიდასასკოლო, მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს სპორტის შვიდ სახეობაში (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გარბენი) მოიცავს .

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონები ევროპის და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.