ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.შემთხვევა ქობულეთში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციიღ, გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც არასრულწლოვნები არიან. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.