ახალსოფლის მოსახლეობა სამარშუტო მიკროავტობუსების გაზრდილ ტარიფს აპროტესტებს

ახალსოფლის მოსახლეობა დედაქალაქისკენ მოძრავი  სამარშუტო მიკროავტობუსების მძღოლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს .

ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველდღიურად გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. მათი ინფორმაციით,კერძო მიკროავტობუსები,რომლითაც ისინი დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილდებიან, არის გაუმართავი და ავარიული.

ახალსოფლის მცხოვრებლები სამარშრუტო გრაფიკსაც აპროტესტებენ და ამბობენ ,რომ მიკროავტობუსები საათში ერთხელ გადაადგილდებიან ,რაც საკმარისი არ არის.  მოსახლეობა მძღოლებისგან, გაზრდილ ტარიფსაც აპროტესტებს. მათი თქმით,მგზავრობის საფასური 1.50 -იდან 2 ლარამდე გაიზარდა .

ადგილობრივები მძღოლებს სამგზავრო პირიბების გაუმჯობესებას თხოვენ.

tv4 ერთ-ერთ მესაკუთრესაც დაუკავშირდა ,რომელმაც განმარტა,რომ გრაფიკი დამაკმაყოფილებელია და მგზავრებს პრობლემა მხოლოდ პიკის საათებში ექმნებათ. მისივე განმარტებით,გაზრდილი ტარიფი საწვავის მატებას უკავშირდება.