გასროლა მარნეულში- ჩაიხანაში სამჯერ ისროლეს,დაჭრილია ორი ადამიანი

მარნეულის ცენტრში უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. შემთხვევა, ქალაქის ერთ-ერთ ჩაიხანაში მოხდა. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი,რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ჩაიხანაში მსხდომ მამაკაცებს, უცნობმა პირებმა ესროლეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, tv4-ს განუცხადეს,  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.