თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.