იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ფაქტზე პეკინზე 24 წლის მამაკაცი დააკავეს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე თბილისში, პეკინის გამზირზე, 24 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი “კოლტი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.