„მუზეუმი მალე ჯოჯოხეთი გახდება“-საფრანგეთის პოლიციამ ვარის მუზეუმში მამაკაცი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც მუზეუმში იყო გამაგრებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ვარში, წმინდა რაფაელის მუზეუმში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა მამაკაცი შეიარაღებული და ჰყავდა თუ არა მძევლები ან თანამზრახველები.

მუზეუმის კედლებზე მან წარწერა დატოვა – „მუზეუმი მალე ჯოჯოხეთი გახდება“.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ თქვან, რა მოტივი ჰქონდა დაკავებულს.