მუხიანში ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა-დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მუხიანის გადასახვევთან. ერთმნანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მოხუცი ქალი ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანია დაშავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაზიანებული ავტომობილი ყვითელი სამარშრუტო ტაქსია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.