ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი გაიფიცა-ექიმები 7 თვის აუღებელ ხელფასს ითხოვენ

ჩამონგრეული კედლები, ძველი ინვენტარი, აუღებელი ხელფასი – ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი გაიფიცა. ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფო გაუსაძლის მდგომარეობაშია.

მედპერსონალი 7 თვის აუღებელი ხელფასების მიღებას და კლინიკის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარების მოთხოვნით მიმართავენ.

შეგახსენებთ, დღეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ონკოლოგიური კლინიკის ექიმები გაიფიცნენ. რამდენიმე კვირის წინ, ექიმები ზუსტად იგივე მოთხოვნებით ითხოვდნენ ხელისუფლებისგან დახმარებას. საკითხის მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობდნენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. მათი განცხადებით, ხელფასების გაცემის თაობაზე მედპერსონალს დამატებითი კონსულტაციები საპარტნიორო ფონდთან ექნებოდა.