პლასტმასის ნარჩენებისთვის სკოლებს და ბაღებს 60 ერთეული კონტეინერი გადაეცათ

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებში, UNDP-მა პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისთვის საჭირო 60 ერთეული კონტეინერი რუსთავის ინოვაციების ჰაბს გადასცა.

კონტეინერები ქალაქში არსებულ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.

ღონისძიების მიზანია, ქალაქ რუსთავში პლასტმასის ნარჩენებისა მოგროვება გადამუშავების საპილოტე ციკლის აწყობა.

პროექტში ჩართულები არიან რუსთავში მოქმედი ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები.

პროექტს პარტნიორობას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია , რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება” უწევს.

რუსთავის ინოვაციების ჰაბი 2019 წლის აპრილში შეიქმნა . ამ ეტაპზე ორგანიზაცია პროექტს ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისათვის“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მთელი რიგი საქმიანობები იგეგმება , რომლებიც რუსთავის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო, მმართველობითი, გარემოსდაცვითი და პარტნიორული ინოვაციების დასანერგად არის მიმართული. პროექტის განხორციელება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მისი ხანგრძლივობაა 12 თვეა.