როგორია დაშავებული ბავშვის და ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებულ 4 წლის ბავშვს ექიმებმა ინტრაკრანიალური ტრავმა დაუდგინეს.

როგორც „ტვ4-თვის“ გახდა ცნობილი, ბავშვი სამკურნალოდ თბილისში შესაბამისი პროფილის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ბავშვის ნათლიას, რომელიც შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მას ბარძაყისა და მხრის მოტეხილობა, ასევე, მუცლის ღრუში სითხე აღენიშნებოდა.

აღსანიშნავია, რომ იგი ამ დრომდე რჩება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და სხვა სამედიცინო ცენტრში მისი გადაყვანა არ იგეგმება.