რომელი სკვერების რეაბილიტაცია იგეგმება რუსთავში?!

სკვერების რეაბილიტაცია მოწყობა რუსთავში- ქალაქის რამდენიმე უბანში მინი სკვერების, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობა იგეგმება.

სამუშაოების შესასრულებლად  პროექტების შესყიდვისთვის ტენდერი უკვე დასრულდა. პროექტების მოსამზადებლად  200.000 ლარი დაიხარჯება.

 

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა ლოკაციის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გაჟღერდება , თუმცა დღეს ცნობილია , რომ უახლოეს მომავალში რუსთავში ფალიაშვილის ქუჩაზე ე.წ ახალგაზრდობის სკვერისა და თეატრის უკან მდებარე ტერიტორიის მოწყობა იგეგმება.