რუსთავში 20 000 აბონენტს წყალგამაცხელებელი არასწორად აქვს დამონტაჟებული

რუსთავის საცხოვრებელ კორპუსებში 20.000 აბონენტს წყალგამაცხელებელი არასწორად აქვს დამონტაჟებული. ამის შესახებ კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზში” TV4-ს ოფიციალურად განუცხადეს.

ქალაქის მასშტაბით გაზგამანაწილებელი კომპანია კორპუსებში გაზდანადგარების შემოწმებას აგრძელებს, სოკარის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, საბოლოო მონაცემებით, რუსთავში 37 ათასამდე აბონენტი უკვე შემოწმდა.

არასწორად დამონტაჟებული მოწყობილობების გამოვლენის მაჩვენებელი 20.000 აღწევს, გაზდანადგარების 90 % კი წყალგამაცხელებელია. კომპანიის ინფორმაციით ყველა აბონენტს წყალგამაცხელებლის მოხმარების საშუალება შეეზღუდა.