რუსმა ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 8 კოლეგა მოკლა

რუსეთში, ციმბირში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსმა ჯარისკაცმა თავის კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა-შემთხვევას რვა ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ორი ჯარისკაცი.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 6 წვევამდელია.

დამნაშავე, სავარაუდოდ, წვევამდელი იყო, რომელიც სამხედრო ბაზას იცავდა.

რუსულ მედიაში აცხადებენ,რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.​ ის უკვე დააკავეს.

შემთხვევა დღეს, 25 ოქტომბერს 6:20 საათზე მოხდა.