საკანალიზაციო სისტემის პრობლემა თოდრიას ცხრა ნომერში

საკანალიზაციო სისტემის პრობლემა თოდრიას ცხრა ნომერში -მოსახლეობა შექმნილ ვითარებას უჩივის , მათი განცხადებით უკვე მეორე წელია ამორტიზირებული საკანალიზაციო სისტემის გამო პრობლემები ექმნებათ.

ადგილობრივები აცხადებენ,რომ არაერთხელ მიმართეს შესაბამის სამსახურებს , თუმცა პრობლემა მოსახლეობისთვის დღემდე მწვავედ დგას.

„რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელის განცხადებით ,პრობლემის შესახებ კორპუსის „ამხანაგომამ“ უნდა განახცხადოს. მისივე თქმით, მაცხოვრებლებმა კორპუსის ე.წ „წითელ ზონაში“ მდებარეობის შემთხვევაში, კერძო კოპანიებს უნდა მიმართონ დახმარებისთვის.