საწარმოდან ნარჩენების დაყრა უკანონოდ ხდება-ზედამხედველობის დეპარტამენტი

სოკოს საწარმოდან ნარჩენების დაყრა სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონოდ ხდება-ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

საწარმოს მონიტორინგის შედეგად დეპარტამენტმა, გარკვეული დარღვევები გამოავლინა.მათივე ინფორმაციით, მოხდა საწარმოს დათვალიერება-შესწავლა,შედგა შესაბამისი აქტები ,რაც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეცემა.

რაც შეეხება საწარმოს ხელმძღვანელობის პოზიციას, ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ,რომ საწარმოს ადმინისტრაცია დარღვევებს ნაწილობრივ აღიარებს , თუმცა პირველადი შედეგების გასაჯაროვება უახლოეს დროში მოხდება.

საწარმოდან ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით, ზედამხედველობის დეპარტამენტს ინფორმაცია TV4-მა მიაწოდა. ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის გადამღები ჯგუფი ,ქალაქში მძაფრი სუნის დროს, სოკოს საწარმოსთან რამდენჯერმე იმყოფებოდა. ერთ-ერთი გადაღების დროს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის გადამღებმა ჯგუფმა მოიპოვა ექსკლუზიური ვიდეო-მასალა,სადაც ჩანს თუ როგორ იყრება უკანონოდ საწარმოს ნარჩენები სახელმწიფოს ტერიტორიაზე.