უსიამოვნო სუნი რუსთავში-“საჭიროა კონკრეტული ვადები პრობლემის გადასაწყვეტად”

,,საჭიროა კონკრეტული ვადების დასახელება ,როდის გადაწყდება ქალაქში სუნის პრობლემა”-ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა ნინო იმედაშვილმა, მერიის მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ამ წუთებში, რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამოქალაქო აქტივისტები და “ევროპული საქართველოს” წევრები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები  განმარტებებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ სჭირდებათ ინფორმაცია , თუ როდის გადაწყდება ქალაქში უსიამოვნო სუნის პრობლემა და რა კონკრეტული მითითებები აქვს ამ მიმართულებით რუსთავის მერიას.

მათივე თქმით,ელოდებიან მერიიდან კომპეტენტური პირის გამოხმაურებას და მათთვის განმარტებების მიცემას.