ფერმა მე-19 მიკრორაიონის მიმდებარედ-უსიამოვნო სუნის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი

 ფერმა დაუკითხავად ააშენეს, საშინელი სუნი და ხმაური მოდის- ამის შესახებ მოქალაქე ქალაქის ყველაზე მასშტაბურ ფეისბუქ ჯგუფში  “rustavi რუსთავი”  წერს და ავრცელებს   ვიდეოს, სავარაუდოდ ფერმის კადრებით.

როგორც ირკვევა, ფერმა მეცხრამეტე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. როგორც მოქალაქეები წერენ, ტერიტორიიდან პერიოდულად ცხოველების და ფრინველების უსიამოვნო სუნი იგრძნობა და  ვრცელდება.

„ის,რომ ფერმა ააშენეს დაუკითხავად-არაფერი…საიდანაც საშინელი სუნი და ხმაური მოდის ცხოველებისა თუ ფრინველების, მაგრამ აი..სანაგვედ რაღად აქცევთ ამ ტერიტორიას? გავიგეთ, უპატრონოდ ვართ, მაგრამ.. ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენივე ძალებით? კომპეტენტურმა პირებმა მიპასუხეთ“-წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში