ქალი,რომელიც ოკუპანტებმა თბილისში სამკურნალოდ არ გადმოუშვეს, გარდაიცვალა

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ გამშვები პუნქტის გამო, 70 წლის ქალმა სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ვერ შეძლო, ხოლო ცხინვალში მას სათანადო დახმარება ვერ გაეწია. შედეგადაც შუახნის ქალი გარდაიცვალა.

გამგებლის ინფორმაციით,70 წლის მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, შეუძლოდ 27 ოქტომბერს, საღამოს გახდა. იმის გამო,რომ ახალგორის საავადმყოფოში ,კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად შესაბამისი პირობები არ არსებობს, ქალი მხოლოდ ცხინვალში გადაიყვანეს,სადაც გარდაიცვალა.

თინიკაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გადაადგილებაზე შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რადგან იქ მცხოვრები ადამიანები შეშინებულები არიან, რომ ავად გახდომის შემთხვევაში მათ დახმარებას ვერ აღმოუჩნენენ.