ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს ბრალი ქრთამის აღებაში ედებათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ იმ ინფორმაციას ადასტურებენ,რომ ორი პირია დაკავებული. სუს-ში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.