წყალდიდობას იტალიაში მსხვერპლი მოჰყვა

წყალდიდობას იტალიაში მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,უხვი ნალექის გამო ,მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია, რასაც ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება მოჰყვა.

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.