12 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,მაღალი ძაბვის ქვესადგურ ,,პატარა რუსთავში“ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 ოქტომბერს, 06:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეუწყდება მარჯვენა სანაპიროს ნაწილს ქ. რუსთავში. ძაბვა დროებით შეუწყდება მეგობრობის გამზირის ნაწილს, შევჩენკოს, გურამიშვილის, მარჯანიშვილის, ვაჟა-შფაველას და მიმდებარე ქუჩებს. ასევე მარცხენა სანაპიროს ნაწილს – მშენებელთა, წერეთელის, წმინდა ნინოს და ფიროსმანის ქუჩებს, ასევე ქალაქის საავადმყოფოს, ბავშვთა სავადმყოფოს, სამშობიაროს და საპატრულო პოლიციას. სასიცოხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს დამატებით წერილობით ეცნობათ დაგეგმილი გამორთვის შესახებ.

12 ოქტომბერს 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, ლესელიძის ქუჩებზე, მე-20, 21-ე მიკრორაიონებში.

12 ოქტომბერს 12:00-დან 14:00 საათამდე – მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, 26 მაისი, კოსტავას, ლერმონტოვის, გურბანოვას და მიმდებარე ქუჩებს. 15 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა, ამბაროვკა, ალგეთი, კიზილ-აჯლო.

15 ოქტომბერს 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.