19 და 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეუწყდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა, ამბაროვკა, ალგეთი, კიზილ-აჯლო.

ხოლო 21 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი, ქუშჩი, სეიდგოჯალო, ბაითალო, ენიქენდი და მიმდებარე სოფლეში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.