22 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში საბირკენდი, ალგეთი, აზიზქენდი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებში,
10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, გიორგაძის, სამშვილდის, ჯავახიშვილის, ბელიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში,
12:00-დან 16:00 საათამდე დმანისში,
12:15-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მთისძირი, კუმისი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.