NATO თურქეთს დაწყებული სამხედრო მოქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ათენში ვიზიტის დროს ისაუბრა.

სტოლტენბერგი ერდოღანს პროპორციული სამხედრო მოქმედებებისა და დესტაბილიზაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა შეხვედრისას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზეც ისაუბრა.