ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა-მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი

 

Update:კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავებული ოთხი ახალგაზრდიდან ორი მათგანი გარდაიცვალა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია,რომ ყვარელში შემთხვევის შედეგად,  ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა,  ოთხი კი მძიმედ დაშავდა.   დაშავებულებიდან ორი ახალგაზრდა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილიც და დაშავებულებიც 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ფოტო:რუსთავი 2