ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსი ამოტრიალდა-დაშავდა 15 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში-დაშავდა 15 ადამიანი . გავრცელებული ინფორმაციით,ბათუმიდან ქედისკენ მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ორი დაშავებული კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.