ვითარება საქართველოს პარლამენტის წინ – აქციის მსვლელობის დეტალები

აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ საკანონმდებლო ორგანო პიკეტირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია.

პიკეტირების პარალელურად აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვებს შლიან. გიგი უგულავას განცხადებით, სულ 5 კარავი დაიდგმება.

„24 საათის განმავლობაში კარვები იქნება გაშლილი. „ქართული ოცნების“ წევრები ვერ შევლენ პარლამენტში. ესაა მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმა, რომლითაც ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ. პარლამენტში ვერ შევლენ, სანამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.”,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგი უგულავამ.

საპროტესტო აქცია და სიტყვით გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წინ გრძელდება.