სამოქალაქო აქტივისტს კინოთეატრ ამირანთან ქვა ესროლეს

კინო ამირანთან სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. აქციაზე სუბელიანს ქვა თვალში ესროლეს. დაშავებულს ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა უწევს.

სამართალდარღვევისთვის კინო ამირანთან სამი პირია დააკავებული.

ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, “ქართული მარში”, გია კორკოტაშვილი და სხვა ჯგუფები კინოთეატრ ამირანთან ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ.