საპროტესტო აქციის წევრები “ამირანთან” პიროტექნიკას ისვრიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები კინო “ამირანთან” პიროტექნიკას ისვრიან და ცდილობენ ძალით შეიჭრან შენობაში, სადაც უახლოეს დროში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება გაიმართება.

შსს-მ აქციის მონაწილეებს მოუწოდა შეწყვიტონ ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.