სასულიერო პირები კინოთეატრთან პარაკლისს აღავლენენ

„გალერია თბილისთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები ისევ იკრიბებიან.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ ადგილზე სასულიერო პირები იმყოფებიან, რომლებიც ამ დროისთვის კინოთეატრთან პარაკლისს აღავლენენ. მათ თან აქვთ ტრანსფარანტები ლოზუნგით „ფილმის გამშვებიცა და დამნახავიც იესო ქრისტეს მაგინებელია“.

როგორც დეკანოზი დავით ნოზაძე და დეკანოზი ვახტანგ დავითაშვილი აცხადებენ, ისინი ფილმს მშვიდობიანი გზით აპროტესტებენ და არ გეგმავენ კინოთეატრში შეჭრას.

კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს წესრიგისკენ მოუწოდებენ. დაკავებულები შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.