გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის მცხოვრები, 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით კაცი სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა.

„ვადასტურებთ ერთი პირის დაკავებას ე. წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია,“- აცხადებენ სუს-ში.