საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო.აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” და “შეცვალეს” წევრები იმყოფებიან.აქციის მთავარი ლოზუნგია “ერთად ერთის წინააღმდეგ”.

აქციის მონაწილეები ოპოზიციურ სუბიექტებთან ერთად მთავრობის გადადგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ძირითად აქციას მსვლელობით უერთდებიან. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წინ შეკრებილთა შორის სხვადსხვა რეგიონების წარმომადგენლებიც არიან. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ რუსთაველი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებიან.

პარლამენტის შენობის მიმდებარე პერიმეტრზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პოლიციაა მობილიზებული.