სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი იწვის

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლის ჩაქრობას ახმეტისა და თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ეკიპაჟი ცდილობს.
მერის რწმუნებულის განცხადებით სახლში რვასულიანი ოჯახი ცხოვრობდა.

,,ერთსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. დამწვარია საოჯახო ნივთებიც და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი დროებით ნათესავებთან გაათევს ღამეს”,- განაცხადა მერის რწმუნებულმა ოთარ მუთოშვილმა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.