ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება

„რუსთავსერვის ცენტრს“ ახალი ვალდებულება განესაზღვრა. სამსახური ვალდებული იქნება კონტროლი გაუწიოს და დაიცვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების  პოპულაციებისთვის დადგენილი წესი.

კერძოდ,“რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებს უფლებამოსილება მიენიჭათ წესის დარღვევის შემთხვევაში შინაური ცხოველების მესაკუთრეების მიმართ საჯარიმო სანქციები განახორციელონ.

ქალაქის ტერიტორიაზე, პარკებსა და სკვერებში, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე 20 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 50 ლარით დაჯარიმდება.