შემოწმებული 500-ზე მეტი საავადმყოფოდან 100-ზე მეტი დაჯარიმდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ცნობით,4 თვის განმავლობაში შემოწმებული 500-ზე მეტი საავადმყოფოდან 100-ზე მეტი დაჯარიმდა.

სააგენტოს ინფორმაციით, 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით.

საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგად 7 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

„შედგენილია სამართალდარღვევის 117 ოქმი. არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ხარისხის შიდა სისტემების მართვას, დეზინფექცია-სტერილიზაციას, სამედიცინო ნარჩენების მართავს და მსგავსი ტიპის დარღვევები გამოიკვეთა. იყო რამდენიმე დარღვევა ტექნიკასთან დაკავშირებით.

დაჯარიმდა 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება.7 შემთხვევის შესწავლა სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემოწმების შედეგად იყო გარკვეული ნიშნები, რომლებიც სცილდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილს. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული საკითხები შემდგომი შესწავლისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა“, – აცხადებენ სააგენტოში”-აცხადებენ სააგენტოში