აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

რუსთავის მე–7 საჯარო სკოლაში, 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, მხარისა და ქალაქის პირველი პირები, ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.

ფინალურ შეხვედრაში, მე-11ა და მე-10ბ კლასის გუნდები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულ მე-11ა კლასის მოსწავლეებს, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის გარდამავალი თასი, მეორე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს კი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური თასი გადაეცა.

ტურნირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ტურნირი მე-10 წელია, ტრადიციულად რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში ტარდება.