“არ გაბედო ჩაგდება”- პარლამენტის შენობასთან “სირცხვილიას” ორგანიზატორები აქციას მართავენ

სლოგანით „არ გაბედო ჩაგდება“ პარლამენტის შენობასთან „სირცხვილიას“ ორგანიზატორები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო.

მათივე თქმით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში თუ ჩააგდებს, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აციებს გამართავენ.

ფოტო: 1tv.ge